პაატა მანჯგალაძე - არ დაგვეზაროს, არ მოგვერიდოს, არ შეგვეშინდეს ასეთ დროს საქართველოს გვერდით დგომა და ქვეყნის ინტერესების დაცვა!

ნამდვილად ისტორიულ გზაგასაყარზეა ქვეყანა - ან მიიღებენ „რუსულ კანონს“ და წავალთ ჭაობში ან უარს ვეტყვით „რუსულ კანონს“, რუსულ ხელისუფლებას და საქართველო წავა განვითარებისა და გამარჯვების გზით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო რუსული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც პირდაპირ ბლოკავს არა მხოლოდ გაწევრიანების შანსს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსსა და უვიზო მიმოსვლას.

„ხელისუფლების პროპაგანდა დამარცხებულია, პროტესტი არ წყდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. აშკარაა, ნაცვლად ევროპული რეკომენდაციის შესრულებისა, რომელსაც საქართველოსთვის უნდა გაეხსნა ფანჯარა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის, ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო რუსული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც პირდაპირ ბლოკავს არა მხოლოდ გაწევრიანების შანსს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს, უვიზო მიმოსვლას და საერთოდ დასავლელი პარტნიორების გარეშე ტოვებს საქართველოს.

ნამდვილად ისტორიულ გზაგასაყარზეა ქვეყანა, ან მიიღებენ რუსულ კანონს და წავალთ ჭაობში ან უარს ვეტყვით რუსულ კანონს, რუსულ ხელისუფლებას და საქართველო წავა განვითარებისა და გამარჯვების გზით.

არა რუსულ კანონს! კი ევროპას! პროტესტი უნდა გაგრძელდეს, გამარჯვება ახლოსაა!

არ დაგვეზაროს, არ მოგვერიდოს, არ შეგვეშინდეს ასეთ დროს საქართველოს გვერდით დგომა და ქვეყნის ინტერესების დაცვა!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა