კახა კალაძე კახა ალადაშვილზე - მე არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა

მე არ ვიცი, სად თამაშობდა (კახა ალადაშვილი). რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელ კახა ალადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მას რცხვენია, რომ 10 წელი კალაძესთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგადად არამხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა და ძალადობა. მერის თქმით, რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და ამგვარი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამომავალი ვარსკვლავია და ზოგადად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები... ე.ი. როგორი მიდგომა აქვთ, თუ შენ არ ემხრობი მათ მოსაზრებას, ხარ ქვეყნის მოღალატე, ხარ მტერი. უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამ დამოკიდებულებას და მიდგომებს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს იქნა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე, ამ სიბინძურეზე, რაც ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა და კახა კალაძეს „არარაობა და უსუსური კაცი“ უწოდა. „მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალები და ბავშვები რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერეს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალები და ბავშვები უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!“-დაწერა კახა ალადაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია