კახა კალაძე - ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა - დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით

ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა - დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები, საკუთარი განცხადებებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ისე არავინ უწევს დასავლეთს, ევროპას დისკრედიტაციას, როგორც "ეს კონკრეტული ადამიანები".

„ის განცხადებები, რაც უცხოეთიდან კეთდება, თვალებში ნაცრის შეყრის, თეთრზე შავის თქმის მცდელობაა, მაგრამ საზოგადოება ხომ ყველაფერს ხედავს?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს დასავლეთს იმაზე დიდი მტერი არ ჰყავს, როგორც საკუთარი წარმომადგენლები, საკუთარი განცხადებებით. ისე არავინ უწევს დასავლეთს, ევროპას დისკრედიტაციას, როგორც ეს კონკრეტული ადამიანები. საზოგადოება ხომ ყველაფერს ხედავს, წარსულში ხომ არ ჩავრჩენილვართ? ყველა ადამიანს ნებისმიერ თემაზე მიუწვდება ხელი და ყველა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს ევროპულ მომავალს.

ჩვენთვის თითოეული ადამიანი ძვირფასია, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება, სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან. რისთვისაც ჩვენ, ხელისუფლებას გვიწევს ბრძოლა, დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ბევრი ადამიანი მადლობას გვეტყვის. ცხადია, რადიკალებზე არ ვსაუბრობ. მოქალაქეები სწორად გაანალიზებენ და მიხვდებიან, რა პროცესები მიდის, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ზოგადად, მსოფლიოში რა ხდება და მადლობას ეტყვის ხელისუფლებას, ამაში დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, თითოეული ადამიანი, ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ძვირფასია. რაც შეეხება გავრცელებულ ჩანაწერებს, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი მოსაზრება, თუნდაც აქციებით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, მშვიდობიან ფორმატში. ჩვენც ვიყავით ოპოზიციაში და ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა ჩვენ აქციებზე შეიარაღებულები მივსულიყავით, ნიღბებით, სათვალეებით, არ გვქონდა ეს განზრახვა, რომ ძალადობრივად გვემოქმედა. შესაბამისად, ეს გაფრთხილებებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე. გულანთებული ახალგაზრდები, შეიძლება მათ ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, არ იქნას გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებების საკეთილდღეოდ. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, ამ ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას და თვითონ გაიპარებიან სახლში. ეს უნდა დავამთავროთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო