ნიკოლოზ რაჭველი - ჩვენ გვინდა ცხოვრება საქართველოში, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონე ქვეყანაა

ჩვენ სცენაზე ჩვენს სათქმელს ვიტყვით, რომ ჩვენ საქართველოში გვინდა ცხოვრება, რომელიც ჭეშმარიტად ევროპული მომავლის მქონე ქვეყანაა,- ამის შესახებ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა.

ნიკოლოზ რაჭველის თქმით, აღნიშნულ გზავნილს ყველა ის არტისტი უერთდება, ვინც ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

„ამ „მესიჯითა" და გზავნილით გამოდის დღეს ყველა არტისტი სცენაზე, ეს არის ჩვენი ერთობლივი სურვილი და მადლიერება ევროკავშირის ქვეყნების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გვერდით უდგანან, გვამხნევებენ და გვეხმარებიან“, - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში გარკვეულ მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები დანაშაულია და დასაგმობია.

„ჩვენ ვართ ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლები, ჩვენ მუსიკას ვემსახურებით. შესაბამისად, ყველანაირ ძალადობას, ასევე ყველა პროვოკაციას, რომელიც სხვადასხვა მოსაზრებების მქონე ადამიანებს ერთმანეთს აშორებს, აპირისპირებს, ცალსახად ვგმობთ, ვაპროტესტებთ. მე ვთვლი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საუბარია საჭირო. ძალადობრივი მეთოდები არის დანაშაული. დარწმუნებული ვარ ყველა დამნაშავე ოდესღაც პასუხს აგებს“, - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს მართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია