ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით შეიქმნას „ოქროს სია“

პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას „ოქროს სია“.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, „ოქროს სიაში“ უნდა შევიდეს ყველა საჯარო მოხელე, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილების გამო დატოვებს თანამდებობას და ექნება სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პირობა.

“გამოვდივარ ინიციატივით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე: შეიქმნას ოქროს სია. ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთოს დეკლარაცია, რომ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილების გამო დატოვებს თანამდებობას ექნება სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პირობა. ახლა ეს ნაბიჯები ნამდვილი პატრიოტობის გამოვლინებაა და ასეთი ხალხი სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება“, - წერს ანა დოლიძე Facebook-ზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს