ზურაბ ჯაფარიძე - მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით! ჰაერში ვისროლე და დავემუქრე - პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე, სად შეძვრა, „მერსედესი“ ადგილზე „დაბუქსავდა“ და სწრაფად „დაეშვა“ გვირაბში

მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით! - ამ განცხადებას „ფეისბუქზე“ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს, რომელიც პოსტს ავტომობილის ფოტოს ურთავს თან.

„გირჩი ტვ-დან" გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული.

ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე, გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას. ჰაერში ვისროლე და დავემუქრე. პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე, სად შეძვრა. ეს "მერსედესი" ადგილზე "დაბუქსავდა" და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში. ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს