ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო

თუ პრინციპულობით და ენთუზიაზმით, ოღონდ პრაგმატულად ვიმოქმედებთ და არა ემოციურად, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციებით შანტაჟი და მუქარა ევროპულ და ამერიკულ მიდგომებს არ ესადაგება.

„დე-ფაქტო სანქცია უკვე მოქმედებს, კონკრეტულად ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარის მიმართ. ასეთი რაღაცები ჩვენ ვიხილეთ უკვე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არაევროპულია, არაამერიკულია, არ მიესადაგება ევროპულობას და ამერიკულობას, მაგრამ პოლიტიკაა და საქართველოშიც.

სამწუხაროდ ბევრი სიბინძურეა ქართულ პოლიტიკაში, ვხედავთ, რომ ქართული, ევროპული და ამერიკულიც დიდად არაფერ შუაშია. პოლიტიკა, როგორც ამბობენ, არის საკმაოდ სიბინძურით დატვირთული საქმე და დიდი პოლიტიკა არის დიდი სიბინძურით დატვირთული საქმე. სამწუხაროდ, ეს ასეა. ამიტომ, ასეთი რაღაცები არის - მუქარა, შანტაჟი და ა.შ. მაგრამ, სადაც მართალი ხარ, სადაც მიდიხარ წინ ღირსებით, სადაც იცავ ქვეყნის ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, იქ აუცილებლად მიაღწევ შედეგს. ჩვენ ვართ ცოტა უცნაური ხალხი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. 80-იანი წლების ბოლოს ქართველი ხალხი გამოვიდა და დაუპირისპირდა საბჭოთა კავშირს. მაშინ ვერავის წარმოედგინა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, რაც მოხდა რამდენიმე წელიწადში. მაგრამ, მაგალითად, 1988 წელს ეს რეალურად ვერავის წარმოედგინა, მაგრამ ქართველი ხალხი გამოვიდა, მოითხოვა დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, ამას დაერთო გლობალური პროცესები, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც ყველას ეგონა წარმოუდგენელი, ამას მიაღწია ხალხმა, ეს არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა. თუ ასეთი პრინციპულობით და ენთუზიაზმით, ოღონდ პრაგმატულად ვიმოქმედებთ და არა ემოციურად, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის.

მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო იქნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში