“ექსპო ჯორჯიაში” ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა

“ექსპო ჯორჯიაში” ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

მანამდე ელჩმა მედიასთან ისაუბრა და საზოგადოებას ღონისძიებაზე მიიწვია.

“მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა მოქალაქე, ოჯახებით, ბავშვებთან ერთად, რომ შემოუერთდნენ ღონისძიებას, რომელიც თქვენთვის მოვამზადეთ. “ექპო ჯორჯიაში” ვართ, ღონისძიება გახსნილია. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოვამზადეთ მშვენიერი პროგრამა. ყველა მოწვეულია. გვაქვს მრავალფეროვანი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში”,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ღონისძიების გახსნამდე, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა, საკუთარი ქვეყნების დროშების ფონზე, “ექსპო ჯორჯიას” გარე სივრცეში სხვა მონაწილეებთან ერთად ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.

ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის და დედაქალაქის საკრებულოს წევრები.

რაც შეეხება უშუალოდ “ექპო ჯორჯიაში” დაგეგმილ აქტივობებს, ორგანიზატორების განცხადებით, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

მათივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრებს საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს აცნობენ სახალისო და ინფორმატიული ქვიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

ღონისძიების ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორებიცაა ევროკავშირის ღირებულებები, ეკონომიკა, განათლება, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივები, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

“ეს დღე წელს განსაკუთრებულად გამორჩეულია, რადგან საქართველო წელს პირველად ხვდება როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მასშტაბურია ეს დღე. ღონისძიების მიზანია, რომ ადამიანებს დავანახოთ, რეალურად როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ყველა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, კულტურა, მეცნიერება, ეკონომიკა, კანონის უზენაესობა და ა.შ.”, - განაცხადა პროექტ EU4 Georgia-ს მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე მეცხვარიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს