თენგიზ შარმანაშვილი - ზოგიერთ ქვეყანაში ბაღში ასწავლიან, რომ გაიზრდები აირჩევ ბიჭი ხარ თუ გოგო - არ უნდა დავუშვათ, არასრულწლოვანებს ტვინი გამოულაყონ, პროპაგანდა ჩაიკეტება, სამედიცინო მანიპულაციებიც აიკრძალება

რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ჩვენ არავის უფლებებში არ ჩავერევით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ არასრულწლოვანებს ტვინი გამოულაყონ ამ წარმოუდგენელი იდეოლოგიით. ამიტომ ეს პროპაგანდა ჩაიკეტება და მისი თანმხლები მოვლენებიც, სამედიცინო მანიპულაციები და ასე შემდეგ, აღმოფხვრილი და აკრძალული იქნება საქართველოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს განაცხადა.

თენგიზ შარმანაშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რის პრევენციასაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გულისხმობს.

„წარმოვიდგინოთ მთელი დრამატიზმი, როგორ ვითარდება ეს სამყარო და რისგან გვაქვს თავი დასაცავი. როდესაც 1995 წელს, ქვეყანა კონსტიტუციის რედაქციას იღებდა, იქ ეწერა, რომ ოჯახი არის მეუღლეთა ერთობა. მაშინ ამაზე შენიშვნა არავის გამოუთქვამს, არავის დაესიზმრებოდა, რომ მეუღლე შეიძლება ყოფილიყო ვინმე გარდა ქალისა და კაცისა. არც პრევენცია მოგვიხდენია, არც ეს საშიშროება დაუნახავს ვინმეს, არც სასულიერო პირს, არც ჩვენ, იმდენად ნორმალურ მოვლენად მიგვაჩნდა, მაგრამ შემდეგ სამყარო ისეთი მიმართულებით განვითარდა, რომ ხანდახან გონება ვეღარ ეწევა მოვლენების განვითარებას", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, 2017 წელს, ოჯახის განმარტებისთვის საჭირო გახდა „ქალისა და კაცის ერთობის" კონსტიტუციაში ჩაწერა.

„ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენს პროექტში აღმოაჩენთ, რომ უკვე სიტყვა „გენეტიკური ქალი" და „გენეტიკური კაცი" გავაჩინეთ. იმიტომ, რომ თურმე ეს არჩევანი ყოფილა და მხოლოდ „ქალი" და „კაცი" რომ დავტოვოთ, შეიძლება ვინმემ განმარტოს, რომ ეს არჩევანზეა დამოკიდებული. რაღაცის დამატება და დაზუსტება გვიწევს, რომელიც შეიძლება 3-4 წლის წინ ვერც კი გაგვეთვალისწინებინა, ისე ვითარდება ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია მსოფლიოში, რაც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენმაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში საბავშვო ბაღში ასწავლიან, შენ ხარ ბავშვი და რომ გაიზრდები მერე აირჩევ - ვინ ხარ - ბიჭი თუ გოგო. ამას ეუბნებიან 4-5 წლის ბავშვებს და აქეთ მიდის სამყარო" , - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია