დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვარზე სიმაგრეებს ააშენებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი იწყებს მუშაობას აღმოსავლეთის საზღვრის შემდგომ გაძლიერებაზე, რადგან ქვეყანა ბელარუსიდან არალეგალური მიგრაციის მზარდი „ჰიბრიდული ომის“ წინაშე დგას.

ტუსკს არ დაუზუსტებია დეტალები დაგეგმილი ქმედებების შესახებ და არც თანხების შესახებ, რომელიც გამოიყოფა, მაგრამ აღნიშნა, რომ ახალი სიმაგრეები „მთელი აღმოსავლეთის საზღვრის გასწვრივ“ განთავსდება და რომ როდესაც საქმე პოლონეთის უსაფრთხოებას ეხება, „არანაირი შეზღუდვა არ იქნება“.

„პოლონეთ-ბელარუსის საზღვარი უნიკალური ადგილია არალეგალური იმიგრაციის ზეწოლის გამო. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს პროგრესირებად ჰიბრიდულ ომთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საზღვარზე ვიზიტისას, სადაც ჯარისკაცებსა და მესაზღვრეებს შეხვდა.

პოლონეთის წინა მთავრობამ და ევროკავშირმა 2021 წელს ბელარუსი მიგრანტების ნაკადის ბრიუსელის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულეს, რისი მიზანიც, მათი მტკიცებით, მინსკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ევროკავშირზე ზეწოლის მოხდენა იყო. ბელარუსმა ბრალდებები უარყო. პოლონეთის წინა მთავრობამ, უკანონო მიგრაციისგან დასაცავად, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე 180 კმ სიგრძისა და 5.5 მეტრის სიმაღლის ღობე ააშენა. ის აღჭურვილია კამერებისა და სენსორების სისტემით, რომელიც საზღვარს აკონტროლებს. საზღვრის გადაკვეთის მცდელობები მას შემდეგ გრძელდება. პოლონელი მესაზღვრეების განცხადებით, დღე-ღამეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 300-მდე მცდელობა ფიქსირდება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია