გია ჯაფარიძე - არ ვიღლებით, არ ვკვდებით, ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და სულ ვიდგები!

არ ვიღლებით, არ ვკვდებით, ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და სულ ვიდგები, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარმა გია ჯაფარიძემ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი მზარდია და ხელისუფლებამ ტერორი ამიტომ დაიწყო, თუმცა ხალხს შიშისა და დაღლის უფლება არ აქვს.

“არ ვიღლებით, არ ვკვდებით, ტვინის შერყევით ვდგავარ აქ და სულ ვიდგები. ახლა არ არის ჩვენი პირადი ამბების დრო, ახლა ჩვენი შვილების და ჩვენი სახელმწიფოს მომავალი წყდება. ან სამართლიანობის, მორალის, მშვიდობის, უსაფრთხოების სივრცეში ვიქნებით, ან ამორალურობის, უსამართლობისა და სიღარიბის, რუსეთის უკანა ეზო, მივარდნილი გუბერნია. ეს არ არის მხოლოდ ერთი კანონის თემა. ამ კანონით საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბედი წყდება. ჩვენ დაღლისა და შიშის უფლება არ გვაქვს.

უფრო მეტნი ვიქნებით ხვალ და შემდეგ დღეებში. ეს პროტესტი მზარდია და ამიტომ დაიწყეს ტერორი. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც სიკვდილის არ ეშინია”, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია