ბაჩო დოლიძე - რეჟიმი გაშიშვლებულია და ვხედავთ, რაზეა წამსვლელი - უკანონობაზე პასუხი არის ერთობაში

ეს არის გაშიშვლებული რეჟიმი, რომელიც დავინახეთ რაზეა წამსვლელი და რა მეთოდებით. ამ უკანონობაზე პასუხი არის ერთობაში. იქამდე, სანამ ჩვენი საზოგადოება გაერთიანებულია, საფრთხე, რა თქმა უნდა, ნაკლებია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად, მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ ევროპის მოედნისკენ მსვლელობით მიდის.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი შიში და ყველაზე დიდი საფრთხე არის ჩვენი საზოგადოების ერთობა და ერთიანობა.

„მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა, არის ის, რომ ხელისუფლებას ნიღაბი ჩამოვხადეთ. ამ რუსული კანონის უკან დავინახეთ ბევრი რა - თურმე ბანდფორმირებები გვყავს, რომლებიც ქუჩებში დათარეშობენ, მშვიდობიან მოსახლეობას უვარდებიან და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ოპერატიული ინფორმაციის დახმარებით ხდება. პოლიცია, სუს-ი მათ აწვდის ინფორმაციას, მოქალაქეების კერძო მონაცემებს, გადაადგილების შესახებ ინფორმაციას, შემდეგ კი ყოველდღიური დაშინება მიდის, ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც ბავშვებთან, მეუღლეებთან ერთად იმყოფებიან. ასევე, ამაზრზენი ფაქტი დაფიქსირდა დღეს, 73 წლის კაცი გალახეს. ანუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო გვგონია, თურმე გყავს დაჯგუფება, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიდის. ვხედავთ აბსოლუტურად უსუსურ საპატრულო პოლიციას, რომელიც გვერდით გიდგას, მაგრამ ვერ რეაგირებს, იმიტომ, რომ ძალა არ ჰყოფნის. წარმოიდგინეთ, მეუღლესთან, ბავშვთან ერთად ხართ, სპეცრაზმელს შეუძლია მოგვარდეთ, გაგისწორდეთ ფიზიკურად, ჩაჯდეს და წავიდეს. ეს არის გაშიშვლებული რეჟიმი, რომელიც დავინახეთ რაზეა წამსვლელი და რა მეთოდებით. ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის მხრიდან არცერთი კონკრეტული პოზიცია არაა, ყოველდღიურ ძალადობაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. ამ უკანონობაზე პასუხი არის ერთობაში. იქამდე სანამ ჩვენი საზოგადოება გაერთიანებულია, საფრთხე, რა თქმა უნდა, ნაკლებია. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. აღარ გვჭირდება ჩვენ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ნახევრად კრიმინალურად მოქმედებენ - სხედან სავარძლებში, იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს და თან გასცემენ ისეთ ბრძანებებს, სადაც კრიმინალური დაჯგუფებები პოლიციასთან ერთად უსწორდებიან მშვიდობიან ადამიანებს. მთავარი გზავნილია, რომ ერთად უნდა ვიყოთ. ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი შიში და ყველაზე დიდი საფრთხე არის ჩვენი საზოგადოების ერთობა და ერთიანობა“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო