პრემიერი ჯიმ ობრაიენის ვიზიტზე - იმედი მაქვს, საუბარი საქართველო-აშშ-ის არა ხელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება - სტრატეგიული პარტნიორობა გამოხატული უნდა იყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით

იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების არა ხელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რას ელოდება ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტისგან.

კობახიძის თქმით, თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია.

„იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების არა ხელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება.

თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია - ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და იმედი მაქვს, ასეთი გზავნილებით ჩამოდის ო ბრაიენი“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, ამ მოცემულობით არის თუ არა ამერიკა სტრატეგიული პარტნიორი, პრემიერმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გამოხატული უნდა იყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით, და ასეთი ნაბიჯები იქნებოდა - ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენების მხარდაჭერა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა.

„სტრატეგიული პარტნიორობა გამოხატული უნდა იყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით, და ასეთი ნაბიჯები იქნებოდა - ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენების მხარდაჭერა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ენთუზიაზმი და მოწოდებები, თუმცა იქიდან ვერ ვიღებთ შესაბამის პასუხს, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია