ირაკლი კუპრაძე - ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტთან - ათი ათასობით მოქალაქემ გაათენა ღამე საქართველოსთვის იმიტომ, რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი

ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტის შენობასთან - ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ და ახალგაზრდამ გაათენა ღამე საქართველოსთვის იმიტომ, რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის პასუხი.

„ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პარლამენტის შენობასთან. ვხედავთ წარმოუდგენელ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მოქალაქეებზე, რომლებიც უბრალოდ სვამენ შეკითხვას შსს მინისტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკური დავალება, რომელზეც პასუხისმგებელია გომელაური, ივანიშვილი და ხელისუფლება სრულად. ერთადერთი რამ, რაც დღეს ხელისუფლებას დარჩენია, არის ის, რომ ფიზიკურად იძალადოს თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამით ვერავის შეაშინებენ! გუშინაც ძალიან მრავალრიცხოვანი აქცია ვიხილეთ, დღესაც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ და ახალგაზრდამ გაათენა ღამე საქართველოსთვის, იმიტომ, რომ გათენდეს დილა ევროკავშირში და ეს არის ერთადერთი მიზანი. მოგმართავთ თქვენ, პოლიციელებო და რობოკოპებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასრულებთ დავალებებს ზემდგომების მხრიდან, ზემდგომები დაისჯებიან, მაგრამ დაისჯებით თქვენც! მოხდება თითოეული თქვენგანის იდენტიფიცირება იმ უკანონო დავალებების შესრულებისთვის და აუცილებლად, თითოეული თქვენგანი აგებთ პასუხს! რაც შეეხება სახალხო დამცველს, სახალხო დამცველი არის „ოცნების“ მაშველი რგოლი, რომელიც ყოველთვის დაგვიანებით შუაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მაშინ, როცა 10 „რობოკოპი“ ერთ ადამიანს ურტყამს, ფიზიკურად უსწორდება, ფეხებით თელავენ წაქცეულ ადამიანს, საუბრობს ორმხრივ პასუხისმგებლობაზე. მსგავსი სახალხო დამცველი ამ ქვეყანას არც ერთი ხელისუფლების დროს ჰყოლია. ეს ბოლო პერიოდი, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ სახალხო დამცველი არ არის სახალხო დამცველი, ის არის ხელისუფლების დამცველი და ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი. ყველა „რობოკოპი“, პოლიციელი, მაღალი თანამდებობის პირი თუ ე.წ სახალხო დამცველი, აგებს პასუხს, ზოგი სამართლებრივად, ზოგი მორალურ და ზოგიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს. ჩვენი სახელმწიფოს უბედურება იყო ის, რომ ყოველთვის, როცა ამ ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ფიქრობდნენ იმაზე, რომ არ მოეთხოვებოდათ პასუხი წარსულისთვის. ასე აღარ უნდა მოხდეს! ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის პასუხი”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია