მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩავა და უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში ესპანეთში გაემგზავრება, - ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი უკრაინასა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. 2023 წლის ივლისში „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინასთან ერთად მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებისთვის საფუძველი გახდა.

ამ შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე.

უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი უკვე ცხრა ქვეყანასთან მოაწერა, მათგან უკანასკნელი ლატვიაა. ასევე მოსალოდნელია ხელშეკრულების გაფორმება ნორვეგიასთან.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს