ანა დოლიძე - ევროკავშირი ფიქრობს პასუხის მთელ პალიტრაზე - დაწყებული განცხადებებით, დასრულებული ძალიან მკაცრი ზომებით, ინდივიდუალური სანქციებით იმ 83 ადამიანის მიმართ, რომელთაც ევროკავშირის ვიზის რიგში დგომა მოუწევთ

ევროკავშირი ფიქრობს პასუხის მთელ პალიტრაზე - დაწყებული განცხადებებით, დასრულებული ძალიან მკაცრი ზომებით, მათ შორის, ინდივიდუალური სანქციებით იმ 83 ადამიანის მიმართ, რომელთაც მოუწევთ ევროკავშირის ვიზის რიგში დგომა, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტნიორების მხრიდან მთავარი გზავნილია, რომ „რუსული კანონით“ „ქართული ოცნება“ უხვევს ევროკავშირის გზიდან და ამაზე პასუხი იქნება“.

„მოვისმინეთ მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნების მიმართ და ეს ნება არის ის, რომ ჩვენი სამშობლო და სახლი არის ევროკავშირი. ასევე, მოვისმინეთ, რომ რუსული კანონი გასაწვევია და ამ კანონით შეუძლებელია გაგრძელდეს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. ევროკავშირის მხრიდან მიმდინარეობს ფიქრი პასუხის მთელ პალიტრაზე. აქ საუბარია დაწყებული განცხადებებით, დასრულებული ძალიან მკაცრი ზომებით, მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებზე იმ 83 ადამიანის მიმართ, რომელთაც მოუწევთ ევროკავშირის ვიზის რიგში დგომა, თუ ეს პროცესი გაგრძელდება. ევროკავშირს ბევრი მექანიზმი აქვს - ასევე ინდივიდუალურ სახელმწიფოებს. შესაძლოა, „ქოცების“ დეპუტატები ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვან იმიტომ, რომ ძალიან ადვილია ინდივიდუალური სახელმწიფოს მხრიდან უბრალოდ, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. მთავარი გზავნილია იქიდან - მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნებას, რუსული კანონი მიუღებელია, ამ კანონით „ქართული ოცნება“ უხვევს ევროკავშირის გზიდან და იქიდან პასუხი იქნება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია