ირაკლი კობახიძე - შანტაჟი მოლაპარაკებების არ გახსნით აბსოლუტურად უადგილო და უაღრესად არაევროპული და უღირსი საქციელია

შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით აბსოლუტურად უადგილოა და უაღრესად არაევროპული და უღირსი საქციელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ მოლდოვასა და უკრაინის შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილების მიუხედავად, "დღემდე ფაქტობრივად მოლაპარაკებები გახსნილი არ არის".

„მოლაპარაკებების არ გახსნით შანტაჟი აბსოლუტურად მიუღებელია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაცია ბევრი საფეხურისგან შედგება. მოლდოვასა და უკრაინის შემთხვევაში მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნის თაობაზე, მაგრამ დღემდე ფაქტობრივად მოლაპარაკებები გახსნილი არ არის. მოლაპარაკებები გახსნის დოკუმენტაცია ჯერ არ გადასცემია მოლდოვას და უკრაინას. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, მაგრამ რეალურად არ არის გახსნილი მოლაპარაკებები.

არის უამრავი საფეხური, რომლისგანაც შედგება ევროინტეგრაციის პროცესი. ყოველ ჯერზე ვიღაც თუ ეცდება, რომ თითოეული ეს საფეხური გამოიყენოს ხალხის და ხელისუფლების მიმართ შანტაჟისთვის, ეს არ არის ღირსეული საქციელი, ეს არ არის ევროპული საქციელი. ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ 2020 წლის ივნისში, როდესაც ქვეყანას აბსოლუტურად დაუსაბუთებლად უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსზე. რეალურად, გლობალური ომის პარტიამ გავლენა იქონია მაშინ შესაბამის გადაწყვეტილებაზე და ეს სცადეს გამოეყენებინათ საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად. მაშინ ეს NGO-ები ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და პირდაპირ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა სწორედ ამ უსამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს გამოვლილი გვაქვს. საბოლოო ჯამში სტატუსი მოგვენიჭა 2023 წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით