არმაზ ახვლედიანი - მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო - რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ მთავრობის გადადგომას

ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში გაჯიუტებული ივანიშვილი პირადად აგებს პასუხს კონსტიტუციის უხეში დარღვევის, კრემლიდან მომდინარე უზარმაზარი საფრთხეების უპრეცედენტოდ გაძლიერების, ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიზაციის დაბლოკვის გამო, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ახლა ოპოზიციური ერთობის დროა და დაუყოვნებლივ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო უნდა შეიქმნას.

„დადგა დრო, პატრიოტი მოქალაქეების, ჩვენი საამაყო სტუდენტების მტკიცე, უწყვეტ, გრანდიოზულ პროტესტს მხარი აუბას და სწორი სამართლებრივ-პოლიტიკური გეზი მისცეს ოპოზიციის ერთობამ.

მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, პარტიების ლიდერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სასწრაფოდ შეიმუშავებს და გააცნობს საზოგადოებას ქვეყნის უმწვავესი კრიზისიდან გამოყვანის, არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებისა და დემოკრატიზაციის გეგმას.

უნდა შევთანხმდეთ, რომ: საბჭოს ყველა ნაბიჯი სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან;

საგანგებო საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტდება სამართლიანობის და თანაბრობის პრინციპით.

რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ არსებული მთავრობის გადადგომას და უახლოეს ერთ თვეში ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება უმაღლესი რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის მქონე პირებისგან.

ტექნიკური მთავრობა პრიორიტეტულად იმუშავებს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების გადაუდებელ საკითხებზე.

საგანგებო საკოორდინაციო საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებს პროტესტში მონაწილე საზოგადოებრივ ჯგუფებთან და დასავლელ პარტნიორებთან.

საქართველოს კრემლის ჭაობიდან ამოყვანა და ევროპულ სახელმწიფოდ გადაქცევა ახლა თითოეული შეგნებული მოქალაქისა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ღირსების საქმეა!“, - წერს არმაზ ახვლედიანი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია