პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - დიმიტრი სამხარაძის მხრიდან ლევან ხაბეიშვილის მისამართით ისმოდა გინებაც

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი სამხარაძის მისამართით თქვა, რომ "სამხარაძის, რომელსაც თავში ნაგვის ყუთი აქვს, დაორგანიზებულია ახალგაზრდებთან მივარდნა და თავპირის ლეწვა".

დიმიტრი სამხარაძემ მას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი სცადა ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად გასწორებოდა და დარბაზის იმ ნაწილისკენ გაიქცა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები სხედან. მოგვიანებით ეს მცდელობა სხვა დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ლაჩარი მოღალატეები“ - ასე მიმართავდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი გუნდის წევრებს.

პარლამენტის სხდომა ინციდენტის გამო დროებით შეჩერებული იყო.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს