დიმიტრი პესკოვი - გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მუქარაც, თუ ისინი ამა თუ იმ კანონს მიიღებენ, რა არის ეს, თუ არა საქართველოს საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევა?

ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეა, „ჩვენ იქ ჩარევა არანაირად არ გვსურს“.

„ერთის მხრივ, ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ხელისუფლების ძლიერ სურვილს, თავისი ქვეყანა მის შიდა საქმეებში აშკარა ჩარევისგან დააზღვიოს, როგორც ამას მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აკეთებს. მეორე მხრივ, ჩვენ საქართველოს საშინაო საქმეებში დაუფარავ ჩარევას ვხედავთ.

ასევე, ჩვენ გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მუქარაც, თუ ამა თუ იმ კანონს მიიღებენ, მაშ, რა არის ეს, თუ არა საქართველოს საშინაო საქმეებში პირდაპირი ჩარევა? მაგრამ ვიმეორებ: ეს ქვეყნის შიდა საქმეა, ჩვენ იქ არ ვერევით და არც მომავალში ვაპირებთ ჩარევას“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს