ირაკლი კობახიძე - არ მგონია, რუსეთს აღიზიანებდეს დავით ქაცარავა - თუ ვინმე აწყობდა პროვოკაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს გამყოფ ხაზთან, ეს სწორედ ქაცარავა იყო

არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხებოდა.

ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, დავით ქაცარავა ყველაზე მეტად რუსეთს აღიზიანებს და ხომ არ იყო მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სწორედ რუსეთის დაკვეთა, პრემიერმა უპასუხა, რომ „ქაცარავა რუსეთში ფილმებში მონაწილეობდა და უცებ გახდა ანტირუსი“.

„არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა, თუ ვინმე აწყობდა პროვოკაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს ე.წ. საზღვართან, გამყოფ ხაზთან, ეს იყო სწორედ დავით ქაცარავა. ასევე მინდა შეგახსენოთ, არ მგონია რამე მეშლებოდეს, ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, სადაც ფილმებში მონაწილეობდა, მათ შორის, „ეფესბეს“ აგენტის როლს ასრულებდა რუსეთის ფედერაციაში და უცბად გახდა ანტირუსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში. რაც შეეხება ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას მოთმინებისკენ, ამ შემთხვევაში, იყო შეურაცხყოფის ფაქტი, გინების ფაქტი, ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, როცა შეურაცხყოფა, ძალადობაა, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს მაქსიმალური მოთმინება მართებთ, ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს