საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს პარლამენტის მიერ მიღებული უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს წუხილი აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა მზაობა შემდგომი დიალოგისთვის.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს