სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა. შპს „ლიმონის“ ერთ-ერთ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცავებს მათთვის არ განუმარტავთ, რის საფუძველზე დაიწყეს ჩხრეკა.

„გაკვირვებულები ვართ, უცებ შემოვარდნენ და რა ხდება პასუხსაც არ გვცემენ. ვიდეოსაწარმოა და ვიღებთ ვიდეოკლიპებს კომპანიებისთვის.

ვიდეოსაწარმოში, რომელიც კლიპებს იღებს რა შეიძლება იყოს ქვეყნისთვის საზიანო? დაფინანსებული ვართ USAID-ის მიერ და აქციებზეც ვარ ნამყოფი“, - განაცხადა შპს „ლიმონის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

სამართალდამცავების განცხადებით, ჩხრეკის პროცედურას კომპანიის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ჩხრეკა. ქალაქის მთავარი სამმართველოდან ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა „ტვ პირველთან“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია