„საქპატენტში“ მატერიალური საარქივო მასალების გაციფრულება იწყება

„საქპატენტსა“ და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე ეროვნული არქივი საქპატენტს საარქივო მომსახურებას გაუწევს უწყების მატერიალური თუ ელექტრონული არქივების შექმნის მიზნით.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, არქივის ფორმირების პროცესში საქართველოს ეროვნული არქივი უზრუნველყოფს უწყების დაფუძნებიდან - დღემდე არსებული მატერიალური დოკუმენტაციის სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავებას, რაც ეროვნული არქივის სარეკომენდაციო სტანდარტია.

„აღნიშნული პროცედურა გულისხმობს მატერიალური დოკუმენტების ექსპერტიზის ჩატარებას, აღწერათა შედგენას, გასანადგურებლად გამოსაყოფ დოკუმენტებზე მაკულატურის აქტის გაფორმებას და სხვ. აღნიშნული სამუშაოს ჩატარებისთანავე ეროვნული არქივი განახორციელებს მატერიალური მასალის გაციფრულებას (დიგიტალიზაციას). ამგვარად, სამომხმარებლო ინსტრუმენტების სპექტრის გაზრდის გზით, საქპატენტში მიღწეული იქნება ელექტრონულ და მატერიალურ ფორმატში დოკუმენტების მარტივი და სწრაფი ხელმისაწვდომობა, ასევე ინფორმაციის დაცვის დივერსიფიკაცია, სხვადასხვა ცვლილებებით გამოწვეული რისკებისა თუ ერთი სახეობის პროდუქტზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

აღნიშნული ღონისძიების ჩატარების აუცილებლობა განაპირობა მატერიალური დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში მიგრაციამ. ამ დაჩქარებული ციფრული ტრანსფორმაციის პირობებისა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების (დოკუმენტირებული ინფორმაციის მართვის ნაწილში) გათვალისწინებით, საქპატენტში გადაწყდა 1992-2017 წლებში ფორმირებული იმ დოკუმენტების სისტემაში მოყვანა, რომლებიც დაწესებულების სხვადასხვა სივრცეშია თავმოყრილი და საჭიროებს ერთგვაროვნად ორგანიზებას.

არქივის მოწესრიგებისა და ფორმირების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნება საქპატენტის თანამშრომლების რესურსი. მათ უკვე ჩაუტარდათ საარქივო საქმის შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება. საქპატენტის მატერიალური და ელექტრონული არქივის ფორმირება ხანგრძლივი პროცესია და საორიენტაციოდ 5 წელი გასტანს. ორგანიზაციისთვის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები არის ელექტრონულ დოკუმენტებთან მიღწევადობის გაუმჯობესების შესაძლებლობა და მუდმივი შენახვის გარანტია“,-აღნიშნულია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი