ალექსანდრე კრევო-ასათიანი - „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დასანქცირდება მათი ლიდერი და დასანქცირდებიან თვითონ

უკვე რამდენიმე გზავნილი იყო დასავლეთიდან - აშშ-დან, ევროკავშირიდან, რომ საქართველოში ოლიგარქის და რამდენიმე პოლიტიკოსის ხელში დემოკრატიის მთლიანად ჩამონგრევას და დიქტატურის ჩამოყალიბებას არ არ დაუშვებენ - “ქართული ოცნების“ ყველა ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დასანქცირდება მათი ლიდერი და დასანქცირდებიან თვითონ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

ალექსანდრე კრევო-ასათიანის თქმით, მათ არ ექნებათ საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებზე წვდომა, რაც მხოლოდ მათი ბრალი იქნება.

“ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებს. შეიძლება რამდენიმე დებატი გაიმართოს, შეიძლება თვითონ ვიქტორ ორბანმა, როგორც აქამდე, რაღაც საკითხები წამოაყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ვიქტორ ორბანი დათანხმდა რუსეთზე სანქციებს, ამაზეც დათანხმდება, რადგან ევროკავშირი არის ერთობლივი გაერთიანებული სტრუქტურა მსოფლიოში და საქართველოში დიქტატურის ჩამოყალიბებას არავინ დაუშვებს“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს