ლადო მგალობლიშვილი - ჩვენ გვინდა პარტნიორობა დასავლეთთან, როგორიც თანაბარი თანაბართან და არა როგორც ბატონი ვასალთან - ნახევრად დამოუკიდებლობა არ არსებობს

ჩვენ გვინდა პარტნიორობა დასავლეთთან, როგორიც თანაბარი თანაბართან და არა როგორც ბატონი ვასალთან. ნახევრად დამოუკიდებლობა არ არსებობს, დამოუკიდებელი ან ხარ, ან არა, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საკანონმდებლო ორგანოს მორიგ პლენარულ სხდომაზე.

როგორც მგალობლიშვილი აცხადებს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს კანონის მიღებას არავინ უნდა უკრძალავდეს.

„ნახევრად დამოუკიდებლობა არ არსებობს, დამოუკიდებელი ან ხარ, ან არა. 1801 წლიდან დღემდე, რუსეთი ოკუპანტია და ამ თვალსაზრისით, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობა, არამედ ყველა ქვეყნისგან. არც 2023 წლის მსგავსად იგორ ივანოვის ხილვა მინდა ჩემი ქვეყნის აქციებზე და არც ბალტიისპირეთის მინისტრების. საქართველო არავის შიდა საქმეებში არ ერევა.

2020-2022 წლებში უმძიმესი იყო ეუთოს შეფასება აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გამოვსულვართ და არ დაგვიწყია ვინმესთვის ჭკუის სწავლება ან კრიტიკა. ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს არავინ უნდა უკრძალავდეს კანონის მიღებას.

ეკლესიას, რომლის პატრიარქი წმინდანი ამბროსი ხელაია იყო, გერმანელი დეპუტატი არ უნდა ნათლავდეს მომავლის მუხრუჭად და ბნელ ძალად. სწორედ პატრიარქმა ხელაიამ მიმართა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს 1920 წელს გენუის კონფერენციაზე და მოითხოვა რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება. ის შეეწირა თავისუფალი საქართველოს ამ იდეას.

ჩვენ გვინდა პარტნიორობა დასავლეთთან, როგორიც თანაბარი თანაბართან და არა როგორც ბატონი ვასალთან. ნახევრად დამოუკიდებლობა არ არსებობს, დამოუკიდებელი ან ხარ, ან არა“, - განაცხადა მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს