პაატა კვიჟინაძე - ლარის კურსის რყევა დროებითი ეფექტია - საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგ მდგომარეობაშია

ამ დროისთვის ლარის კურსის რყევა დროებითი ეფექტია და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

პაატა კვიჟინაძის თქმით, ლარის კურსის რყევის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ერთჯერადი გადარიცხვების რაოდენობის ზრდაა.

მისივე განცხადებით, ძირითადმა ვალუტის მომხმარებლებმა, საწარმოებმა, ბანკებმა, იციან რა მდგომარეობაა ეკონომიკაში, „აჟიოტაჟი უფრო მოსახლეობის“ მხრიდან არის.

„ლარის კურსის რყევა გამოიწვია: პირველი, რაც ქალაქში ხდება და მეორე, დიდი რაოდენობით ერთჯერადმა გადარიცხვებმა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ერთ-ერთ საუკეთესოში ეკონომიკური მაჩვენებლებით. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ძალიან დაბალია ბიუჯეტის დეფიციტი, ინფლაცია და ზუსტად ეს მაჩვენებლები ზემოქმედებენ ლარის კურსზე, ამ შემთხვევაში დადებითად, ამიტომ ლარის კურსს რომ რამე პრობლემა ჰქონდეს, არ ჩანს. კარგია გადმორიცხვები, ტურიზმი, ზოგადად ვალუტის შემოდინებები, ამიტომ რაიმე პრობლემებს მე ვერ ვხედავ. ამავე დროს ეროვნულ ბანკს აქვს არნახული სავალუტო რეზერვები, ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაფერი ნორმალურად იქნება. რაც ხდებოდა, ამან ემოცია გამოიწვია და ერთჯერად ზემოქმედებას ახდენს.

ამ დროისთვის, არავის არ უთქვამს, რომ ქვეყნის მასშტაბით რაიმე სანქციები იქნება, როგორ შეიძლება კანდიდატ ქვეყანასთან ასეთი რამ იყოს, ძალიან თეორიული საუბარი იყო პიროვნებებზე, ამიტომ რაიმე ფუნდამენტური საკითხი, რომ ლარს რაიმე პრობლემა ჰქონდეს, აქ არ არის. ახლახან გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის მონაცემები და ამ ათწლეულში საქართველო სამეულშია განვითარების კუთხით ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური განვითარების კუთხით.

განცხადებები, მოქმედებები, რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოქმედებას ახდენს. ძირითადმა ვალუტის მომხმარებლებმა, საწარმოებმა, ბანკებმა, იციან რა მდგომარეობაა ეკონომიკაში, ამიტომ მათგან არ მოდის ეს, აჟიოტაჟი უფრო მოსახლეობისგანაა და ამის გამკლავების ყველა საშუალებაა“ , - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში