პირი, რომელმაც საფრანგეთში სინაგოგის დაწვა სცადა, ლიკვიდირებულია

საფრანგეთის პოლიციამ ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ რუანში განახორციელა მამაკაცის ლიკვიდაცია, რომელმაც სინაგოგის დაწვა სცადა, - ინფორმაციას BBC-ი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული და როდესაც ის პოლიციისკენ დაიძრა, მათ ესროლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სინაგოგიდან ამოსული კვამლი დააფიქსირეს. ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა დანით შეიარაღებულ მამაკაცს ესროლა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა პოლიცია დროული რეაგირებისა და მამაცობისთვის შეაქო.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს