პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის საქმის პროკურორი - როცა ბრალდებული სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა

პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული მომიტინგის, გიორგი ოკმელაშვილის საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, როცა ის სამართალდამცავს იდაყვს არტყამდა, მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა.

პროკურორის თქმით, ოკმელაშვილი დანაშაულის ჩადენის ადგილას ერთადერთი პირი იყო, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა.

„ის 13 მაისს, პოლიციელს თავს დაესხა, სახის მიდამოებში იდაყვი ჩაარტყა, ამის ამსახველი კადრები საქმეში მტკიცებულების სახით არსებობს. ბრალდებულების იდენტურობა და ის ფაქტი, რომ ჩანაწერში ასახული პირი ბრალდებულია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნითა დადგენილი, ასევე, საქმეში დაზარალებულ პირს ამოსაცნობი ნიშანი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელი იყო. დაკავებულს ასევე ბრალი აქვს წარდგენილი, რომ ნარკოტიკულ საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩაიდინა. აღნიშნულ ფაქტს ბრალდებული ადასტურებს და აცხადებს, რომ მას ეს ნივთიერება შენახული ჰქონდა.

მოცემულ საქმეზე ყველაზე ნათელი მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერია წარმოდგენილი, ასევე, გამოკითხული არიან მოწმეები, მათ შორის, დაზარალებული, რომელიც უთითებს, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა დაარტყა მას სახის არეში იდაყვი და ასევე, საქმეში მტკიცებულების სახით შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა არის, რომლითაც დგინდება, რომ სწორედ აღნიშნულ დღეს აქვს დაზარალებულს მითითებული დაზიანება მიღებული. ეს ჩანაწერი კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ არის, ის შეფასების შესაძლებლობას იძლევა, სრულია და ნათლად ჩანს, რომ ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენის - იდაყვის ჩარტყმის დროს, ის მოგერიების პირობებში არ იმყოფებოდა. ფაქტობრივად, ის იყო ერთადერთი პირი, რომელიც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე. მას ბრალი მხოლოდ იმ ეპიზოდზე ედება, როცა პოლიციელს სახის მიდამოში იდაყვს ურტყამს“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო