ნატალია ყიფშიძე აცხადებს, რომ მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი და 20 მაისს სასამართლო პროცესია დანიშნული

აქციის მონაწილის, მსახიობ ნატალია ყიფშიძის თქმით, მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევის მუხლით.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით 20 მაისს სასამართლო პროცესია ჩანიშნულია.

როგორც ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, სასამართლოში დაბარებით ცდილობენ შეაშინონ და სახლიდან არ გამოვიდეს.

„გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგეს-თქო? თურმე, სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული ჩემზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.

წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის, ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება. ვიბრძვით სამართლიანობისთვის. ვიბრძვით იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. ვიბრძვით იმისთვის, რომ ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა „დაჩა” არ გახდეს.

ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში, რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ. დღეს, ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე, მაინც სწორ მხარეს ვდგავარ, იქ, სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი, მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება, მასზე მაღლა ვერ ახვალთ“,- წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია