ლაშა ფარულავა - მამაჩემს დილის ხუთ საათზე ურეკავდნენ და ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია - სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველას დავსჯით კანონის წინაშე

მამაჩემს დილის ხუთ საათზე ურეკავდნენ და ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„ეს არის კონკრეტული ნომერი, რომელი ნომრიდანაც ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია. ეს არის სწორედ რუსული სტილის საბჭოთა ტერორი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს ადამიანები არ ვიცი, სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, ან რა დამოკიდებულებაა ასაკიან ადამიანს დილის ხუთ საათზე დაურეკო და ერთადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრო. ეს არაფერში არ ჯდება. აუცილებლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს, ამას მე ვპირდები და სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველა ამ ადამიანს აუცილებლად დავსჯით კანონის წინაშე“, -განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს