ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე - ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება - არანაირი დაფარული ან შავი ფულის გარეცხვაზე საუბარი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

მისივე თქმით, აღნიშნულ ვეტოს არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია თან არ ახლავს.

„ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება, რადგან არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და კანონპროექტი არ მოჰყოლია. ეს არის უბრალოდ მისი პოლიტიკური განცხადებები ვეტოს სახით. ამ კანონის მიზანი არის მარტივი რამ, კანონიერი ფული - აქ არანაირ დაფარულ, შავ ან ფულის გარეცხვაზე, საერთოდ საუბარი არ არის, ვერცერთი დასანქცირებული ფული საქართველოს საბანკო სისტემაში ვერ გამოივლის, ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში საუბარია - თანხა, რომელიც არის ოფშორებში, რომელიც არის კანონიერი მფლობელობების ქვეშ, თუ ვინმე საქართველოში შემოიტანს, შემოტანის მომენტში, გადასახადიდან თავისუფლდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე, ქადაგიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფული, რომელიც საქართველოში ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება, საჯარო უნდა გახდეს.

„ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ, საუბარი არის რეალურად იმაზე, რომ ფული, რომელიც საქართველოში ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება და რაც არის არამართლზომიერი და არაკონსტიტუციური, ეს საჯარო უნდა გახდეს, ასევე ხალხისათვის გასაგები, რათა ადამიანებმა შეაფასონ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრს ამაზე დათანხმება უჭირს. თუმცა რამდენჯერმე ითქვა, მათ შორის ევროკავშირის ელჩმაც თქვა, რომ „რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის წინააღმდეგი არა ვართო“, ეს საბოლოო ჯამში, გამოჩნდება არიან თუ არა გამჭვირვალობის წინააღმდეგი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო