ირანის შს მინისტრი პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებულ ინციდენტზე - უამინდობის გამო, მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, უამინდობის გამო, მაშველებს იმ ადგილამდე მისვლა უჭირთ, სადაც ვერტმფრენმა, რომელშიც, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას ვაჰიდმა განაცხადა, რომ „უამინდობისა და ნისლის გამო, ადგილზე მისასვლელად მაშველებს დრო დასჭირდებათ.

"ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები ასრულებენ სამუშაოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება", - აღნიშნა მინისტრმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სამი ვერტმფრენიდან ერთ-ერთმა უხეში დაშვება მას შემდეგ განხორციელა, რაც მას ძლიერი ნისლის გამო პრობლემები შეექმნა. ორ ვერტმფრენი კი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ დაეშვა.

19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით „ხუდაფერინის“ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება და „გიზ გალას“ ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონია შედგა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე