ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენში 9 ადამიანი იმყოფებოდა

ჩრდილო-დასავლეთ ირანში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სამი ოფიციალური პირი, იმამი, ეკიპაჟისა უსაფრთხოების ჯგუფის წევრები, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში იყვნენ : ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, "მძიმე დაშვება" განახორციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებს ამინდის რთული პირობები აფერხებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს