„ჯეო ჰოსპიტალსმა“  კლინიკურ კონფერენციას „მუცლის ტკივილი გადაუდებელ პრაქტიკაში“ უმასპინძლა - ღონისძიებას წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით გაიმართა კლინიკური კონფერენცია - ,,მუცლის ტკივილი გადაუდებელ პრაქტიკაში“, სადაც აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის უახლეს გზებსა და ტენდენციებზე იმსჯელეს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ წამყვანი ქირურგები, რომლებმაც აუდიტორიას კლინიკური გამოცდილება გაუზიარეს, მოხსენებების შემდეგ კი პანელურ დისკუსიაზე სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს. ღონისძიებაზე წარდგა 6 სპიკერი 7 სხვადასხვა თემით.

დავით ჯიქიამ, რომელიც ზოგადი ქირურგი, MD, PhD, პროფესორი, გრ. მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „გ. ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი და შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური მენეჯერია, ისაუბრა ორ თემაზე:

  • მუცლის ტკივილის მართვის ალგორითმი გადაუდებელ კლინიკურ პრაქტიკაში;
  • მწვავე პანკრეატიტი – დიაგნოზი, პროგნოზი, გამოსავალი.

ღონისძიებაზე სხვადასხვა თემით წარდგნენ „ჯეო ჰოსპიტალსის“ წამყვანი ქირურგები:

  • ლევან გოგიჩაიშვილი - ზოგადი ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ქირურგი ონკოლოგი. MD, Dr. Med., ევროპის ქირურგ ონკოლოგთა საზოგადოების წევრი, GSVS პრეზიდენტი ESSO-ს აფილირებული წევრი, ევროპის ქირურგ ონკოლოგთა საზოგადოების წევრობის განმსაზღვრელი კომიტეტის რეგიონული ხელმძღვანელი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის წევრი, ქირურგიული სექტორის ხელმძღვანელი, საქართველოს ქირურგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • გიორგი ბახტაძე - ბავშვთა ქირურგი, ევროპის უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს ბავშვთა ქირურგიისა და ენდოსკოპისტთა ასოციაციების წევრი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის პედიატრიული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი. მისი თემა ეხებოდა მუცლის ტკივილის მართვას პედიატრიულ პაციენტებში;
  • გიორგი ადეიშვილი - უროლოგი, MD, PhD, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის” თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი. მისი თემა ეხებოდა ტკივილს უროლოგიური პათოლოგიების დროს;
  • ლაშა ხუხუნაიშვილი - სისხლძარღვთა ქირურგი, MD, საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის წევრი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგი. მან იმსჯელა სისხლძარღვთა პათოლოგიით გამოწვეულ მუცლის ტკივილზე.

კონფერენცია თემატურ სესიებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანზე შესაბამისი ვორკშოპი ჩატარდა. მისი მიზანი რთული შემთხვევების იდენტიფიცირების სპეციფიკისა და ინოვაციების გაცნობა იყო.

გარდა ამისა, პრაქტიკული სემინარები ჩაატარა ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელმაც აუდიტორიას შემდეგი თემები წარუდგინა: აბდომინური ტრავმის ფოკუსირებული შეფასება სონოგრაფიით (ამჯერად ) და ულტრაბგერითი კავიტაციის გამოყენება ჰეპატო-ბილიარული ტრაქტის ქირურგიაში.

კონფერენციაზე წარსდგა მოწვეული სპეციალისტიც, გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი, MD, PhD, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, თამარა მეგრელიშვილი, რომელმაც ისაუბრა თემაზე: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, - მართვა და მკურნალობა თანამედროვე ეტაპზე.

კონფერენცია აკრედიტებულია ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ. ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს მიენიჭება 6 კრედიტ-ქულა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ ტრადიციულად მართავს სამედიცინო კონფერენციებს, რომელიც მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. შეხვედრის ფარგლებში კლინიცისტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ეძლევა, როგორც საკუთარი გამოცდილება, ისე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სიახლეები ერთმანეთს გაუზიარონ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია