ვახტანგ ცინცაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ შრომის ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება და გაძლიერდება

უმუშევრობის შემცირების და დასაქმების მზარდი დინამიკა 2024 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დასაქმებულთა რაოდენობისა და დასაქმების დონის მიმართულებით.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მილიონ 402 ათასი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა 50.6 ათასით შემცირდა და უმუშევართა რაოდენობის მინიმუმი - 228.6 ათასი დაფიქსირდა.

„ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შრომის ბაზარზეც პოზიტიურად აისახა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8 პროცენტს გაუტოლდა. შედეგად, შრომის ბაზარზეც მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, დასაქმება იზრდება როგორც დასაქმებულთა, ისე თვითდასაქმებულთა ჯგუფში.

„სახეზე გვაქვს შრომის ბაზრის ჯანსაღი ტენდენციები, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ხდება დასაქმებულთა რაოდენობის უფრო მაღალი ზრდა. ჩვენი მოლოდინია, რომ შრომის ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება და 2024 წელი ამ მიმართულებით იქნება ახალი რეკორდული მაჩვენებლების წელი. ამისთვის საქართველოს მთავრობა არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდეს არა მხოლოდ შრომის ბაზარზე, არამედ ეკონომიკის ყველა მიმართულებით და გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია