დავით ფაცაცია ქუთაისში წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორიის (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისში, სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ებრაელის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორიის (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ გამოსცა და მასში შესულია უნიკალური საარქივო მასალები, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი „საიდუმლო“.

ამასთან, აღნიშნულია, რომ პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ამასთნ, განმარტავენ, რომ იაკობი აქტიურად მუშაობს ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ მან დააფუძნა და შექმნა ებრაული კვლევითი ცენტრი და დიდი შრომის შედეგად ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობების ძალიან ბევრი უნიკალური ისტორიული მასალა აღმოაჩინა.

„ქართველ და ებრაელ ერებს შორის ურთიერთობა ითვლის ათასწლეულებს. ჩვენი ერთად ყოფნა, ერთმანეთის მხარდაჭერა, მშვიდობა, ისე როგორც არასდროს დღეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.

ებრაელმა ერმა სახელმწიფოს გარეშე, ტრადიციებით, ლოცვით, ურთიერთობებით მოახერხა გადარჩენა და შემდგომ მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. მჯერა, რომ სწორედ ასეთი ტრადიციებისა და რწმენის დაცვის, ერთმანეთის გატანის, ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებისა და ძმობის მაგალითები, კიდევ უფრო გაგვაძლიერებს ერთიანი საქართველოს მშენებლობის გზაზე.

მადლობას ვუხდი ბატონ იაკობს, იმ უდიდესი დახმარებისა და თანადგომისათვის, რაც მან 90-იან წლებში გაუწია ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და დასაფასებელია, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ და გვეამაყება მეგობრები“, - აღნიშნა დავით ფაცაციამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში