თბილისში საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი 110-ე ტრადიციული „ვარდატონი" აღინიშნა

19 მაისს, თბილისში საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი 110-ე ტრადიციული „ვარდატონი" აღინიშნა. ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

„თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, როგორც ყოველ წელს, პანაშვიდის წესის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა ეკლესიის ეზოში დაკრძალული უკვდავი საიათნოვას საფლავი ყვავილებით შეამკეს. ამასთან, გორგასლის მოედანზე, ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი გაიმართა. დამსწრეებს მიესალმა ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირი"-ს ხელმძღვანელი მ. არაქელოვა. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და სომხეთის ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი. ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები, ასევე საზოგადოების წინაშე ხალხური მუსიკისა და ცეკვის ეროვნული ცენტრის სომხეთის ეროვნული საკრავების სახელმწიფო ორკესტრი წარდგა. საზეიმო კონცერტს თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა სტუმრები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს