პაატა კვიჟინაძე - „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები პოლიტიკური გახდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ეს არ იყო მოტივირებული შენიშვნები.

მისი თქმით, მთლიანად ამოღებული იყო დამტკიცებული ცვლილება და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო და ამ ნაწილთან დაკავშირებით კითხვა კომიტეტის სხდომაზეც, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ უპასუხოდ დარჩა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი პოლიტიკური გახდა, რადგან „საგადასახადო კოდექსში" ცვლილება დროში დაემთხვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს.

„ამას ადასტურებს ისიც, რომ კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვებისას, ასევე, პლენარულ სხდომაზე პირველ მოსმენაზე, ოპოზიციის მხრიდან კითხვები არ დასმულა. მხოლოდ სესიაზე მეორე მოსმენისას, სავარაუდოდ, მიიღეს მითითება, რომ ე.წ. ოფშორების კანონი კარგი იქნება თემის ასაწევად და გამჭვირვალობის კანონთან დასაკავშირებლად", - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოფშორული ზონების უმეტესობა შექმნილია დასავლეთის იურისდიქციის ქვეშ, კონტროლდება მათ მიერ, შესაბამისად, გამორიცხულია დასავლეთიდან შემოვიდეს დასანქცირებული რუსული ან შავი ფული, რასაც ოპოზიცია ამბობს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამასთან ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე საქართველოში ფლობენ კომპანიებს. მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ რეგისტრირებულ ბიზნესზე შეღავათები არ გავრცელდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში 3200- მდე კომპანიაა, მათ შორის საკმაოდ ცნობილი, რომლებიც წილებს ოფშორებში ფლობენ.

„თუ მოხდება ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანა, ქვეყანაში გაიზრდება ინვესტიციები და ასეთი კომპანიების საქმიანობა გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში