მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები - Startupbootcamp/Rainmaking, Plug and Play, UPTEC, Baltic Innovation Agency, USMAC, 2080 Ventures, Startup Wise Guys, 500 Global in Eurasia, German Accelerator თბილისში არიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებენ.

მათი ცნობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ GITA 2.0 ფარგლებში მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები და ახალი ინიციატივები გააცნო, რომელიც სტარტაპებისთვის ახალი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებასა და გლობალური მასშტაბირებადების პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს.

„აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო აქსელერატორების როლი და ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის, როგორც ინოვაციების ჰაბად გარდაქმნას. სამუშაო პროცესში სტუმრებმა წარადგინეს თავიანთი ხედვები და გეგმები საქართველოში პროგრამის განხორციელების შესახებ.

„საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტებია სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, შესაბამისად, ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ აქსელერატორებთან და მთავრობის ახალი ინიციატივების საფუძველზე კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობას მივცემთ ქვეყანას, მოვახდინოთ პოზიციონირება, როგორც რეგიონული ლიდერი ინოვაციების ეკოსისტემის ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მსხვილი, გლობალურად წარმატებული აქსელერატორები არიან დაინტერესებული საქართველოში შემოსვლით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან მიღწევებზე“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი და საგრანტო დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 38 მილიონი ლარი, შედეგად კი დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი