ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, დღეს დაკითხვა მორჩა, შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი

საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დააკავონ, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ „შეიძლება კი. მიდი და ამტკიცე, რომ ის ჩანაწერი სამი წლის წინაა გაკეთებული. მაგ სტადიაში არიან, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„თავიდან ზოგადი კითხვები დამისვეს, ამ და ამ რიცხვში სად იყავიო. შემდეგ საუბარი წაიყვანეს იქითკენ - „იმედმა“ სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერები რომ გაუშვა. ეს ჩანაწერები ორი ან მეტი წლის წინ არის გაკეთებული. იმ ჩანაწერებში რაღაცებს ამბობო, მოკლედ, სამი წლის წინ რაც ვილაპარაკე, მაგას ამ აქციებს აბამენ. კითხვები იყო, ოდესმე დაგიორგანიზებიათ თუ არა, ძალადობრივი რაღაც. ვეუბნებოდი, რომ არა. [საქმე] მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი. დღეს მორჩა და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ - მეთქი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში