გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ 22-ე შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძიების ინიციატივას ბელგია, დანია, კანადა, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ.

გარდა ამისა, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთო, ლიეტუვა, რუმინეთი, აშშ და საფრანგეთი უკრაინას აღჭურვილობითა და რაკეტებით დახმარებას დაჰპირდნენ, ლატვიამ კი გამოთქვა სურვილი, ინიციატივას შეუერთდეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად, უკვე გამოცხადებული 7.1 მილიარდის გარდა, დამატებით 3.8 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს