„საქპატენტმა“ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებულ „თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით, თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელის (Anti-Scam Network Meeting) მე-9 შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ალიკანტეში გამართულ შეხვედრაზე საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ პირველად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სახელით, „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ჩიქოვანი დაესწრო.

„შეხვედრა გახსნა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ანდრეა დი კარლომ, რომელმაც განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მონაწილეობა შეხვედრაში და ხაზი გაუსვა თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელში „საქპატენტის“ ჩართვის მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თაღლითობის წინააღმდეგ განხორციელებულ ეფექტიან ღონისძიებებზე.

თაღლითობასთან დაკავშირებული დანაშაული გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული მოსაკრებლების მითვისებას, რაც ხელს უშლის ნდობის ჩამოყალიბებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის, აზიანებს საკუთრივ სფეროს და შემოქმედებითი საქმიანობის წახალისების პროცესს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია ასეთი ქმედებების პრევენცია, აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება.

აღნიშნული ქსელის მთავარი მიზანია თაღლითურ ქმედებებთან ბრძოლა. მსგავსი შეხვედრები კი ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის საფუძველზე, არსებული გამოწვევების პასუხად, უზრუნველყოფილი იქნეს ეფექტური მექანიზმების შემუშავება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), ინტელექტუალური საკუთრების რეგიონული და ეროვნული ოფისები, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) აქტიურად თანამშრომლობენ თაღლითობის საწინააღმდეგო ქსელის ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია