ივანე ჩხაიძე - გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება - რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ფილტვების ანთება - ამ სიმპტომებით ჯერ კიდევ არიან კლინიკებში

გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება - საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი და სრულად დაკავებულია. მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით მაღალია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება.

„ახლაც გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც აისახება კლინიკურად პაციენტების ნაკადში. რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ფილტვების ანთება - ამ სიმპტომებით ჯერ კიდევ არიან კლინიკებში. საქართველოში ამინდის ცვალებადობამაც ხელი შეუწყო გრიპის შემთხვევების გახანგრძლივებას. მოლოდინი გვაქვს, რომ ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები ერთეული იქნება, ან საერთოდ არ იქნება, მაგრამ გვახსოვს 2022-2023 წლები, როდესაც ივნისშიც ფიქსირდებოდა გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება. იმედი გვაქვს, მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება, ზაფხული წყნარი იქნება გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებებისთვის.

იცით, რომ საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი, ოცდახუთივე საწოლი დაკავებულია.

მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით მაღალია, ეს არის ბრონქიოლიტი, ფილტვების ანთება, ზემო სასუნთქი გზების მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადებები. სტაციონარებში მიმართვიანობა უჩვეულოდ მაღალია მაისის თვესთან მიმართებაში“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია