გურამ მაჭარაშვილი Politico-ს ინფორმაციაზე - ვიცით, რომ ერთი კონგრესმენის გადაწყვეტილებით ასეთი საკითხები სერიოზულად არ დგება - შესაბამისად, არ ვიცით, აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის რამდენად სერიოზულადაა ეს შეთავაზებული

ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა, მეგობრობა თუ ნამდვილად უნდა, ღია ვართ, ოღონდ ის ვირტუალური რეალობა, რასაც, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზოგიერთი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოს უსახავს, რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები - ერთი და ათი კონგრესმენით არ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „არ ვიცით, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის რამდენად სერიოზულია შეთავაზება“.

„ვიცით, რომ ერთი კონგრესმენის გადაწყვეტილებით ასეთი საკითხები სერიოზულად არ დგება. შესაბამისად, არ ვიცით, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის რამდენად სერიოზულად არის ეს შეთავაზებული. ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა, მეგობრობა თუ ნამდვილად უნდა, ჩვენ ღია ვართ, ოღონდ ის ვირტუალური რეალობა, რასაც, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზოგიერთი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოს უსახავს, რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები.

ის, რომ ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად, ის, რომ ქართულ საზოგადოებას არ უნდა უთხრან, რომ ურწმუნოება სჯობს რწმენას, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ, რომ ლგბტ პროპაგანდა თანამედროვეობაა და უარი უნდა თქვან ტრადიციებზე. როგორც კი შეერთებული შტატების მხრიდან, ვირტუალური რეალობის ნაცვლად, იქნება რეალობის დანახვის შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ეს საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებთან განვიხილოთ.

გახსოვთ, დაახლოებით ორი თვის წინ ვსაუბრობდით, რომ 30 წელია, ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და არც ვიზალიბერალიზაციის, არც თავისუფალი სავაჭრო და არც თავისუფალი ფრენების მიმართულებით არაფერი ხდება. გახსოვთ, მინიმუმ 2 თვეა, რაც ამაზე ვსაუბრობთ. პარტნიორობასა და ამ საკითხების განხილვაზე თანახმა ვართ, მაგრამ არა სუვერენიტეტის, ურწმუნოების და ლგბტ პროპაგანდის გამართვის ხარჯზე.

ჩემი აზრია, რომ ეს შესაძლოა იყოს გარკვეული შეთავაზება და ოპოზიციისთვის გამოსაყენებლად წინადადება. ვიცით, რომ ეს არის მხოლოდ ერთი კონგრესმენის შეთავაზება, რომ ოპოზიციამ თქვას ამერიკა მზად არის დადოს ვიზალიბერალიზაციასა და თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან ხელშეკრულება და აბა რას აკეთებს ხელისუფლება. ეს ასე არ არის. ერთი და ათი კონგრესმენით არ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. გადაწყვეტილებას იღებს მთლიანად შესაბამისი წარმომადგენლობა და ადმინისტრაცია. ასეთი რამ ჯერ არც გაკეთებულა. ოპოზიცია ყოველთვის ქმნიდა საქართველოში ვირტუალურ რეალობას და ესეც, რომ ერთი კონგრესმენის შეთავაზება ამერიკის ხელისუფლების შეთავაზებად უნდა გაასაღონ, იმის დასტურია, რომ ყოველთვის ცდილობენ ვირტუალური რეალობა რეალობად შეასაღონ მოსახლეობას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო