გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.

„ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში, მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლას მიმდებარე ტყეში, მოქალაქეს უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე წაბლის სახეობის 5 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე იყო განთავსებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სახელმწიფო ტყეში მოწყობილ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია