ნიკა მელია - ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს - არავითარ შეხვედრას მასთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის და ნიკა გვარამია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ქვეყნის გარეთ ხვდებიან. როგორც მელია „ფეისბუქზე“ წერს, კეზერაშვილთან არავითარ შეხვედრას არ გეგმავს არც ახლა და არც სამომავლოდ.

„ოცნების“ პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს.

დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისათვის.

ქვეყნისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მორალური უპირატესობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

პოლიტიკა საჯარო საქმედ რომ მიგვაჩნია, რომელიც კულუარული გავლენებითა და ფულით არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ შევქმენით პარტია „ახალი".

არავითარ შეხვედრას მასთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში“, - წერს ნიკა მელია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს