გიგა ბოკერია - ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით ესმით - ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით

ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით ესმით - ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე საუბრისას, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პირველად, 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს აქვს შანსი, რუსულ გავლენას თავი დააღწიოს, მიაღწიოს ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფალი, დასავლური სამყაროს წევრი გახდეს.

„ერთ მხარეს გვაქვს გზა, სადაც საქართველო დასავლური ქოლგის ქვეშ იქნება დაცული, მიაღწევს ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფალ სამყაროში თავისუფალ გადაადგილებას, ხოლო მეორე მხარეს ივანიშვილის რეჟიმის გზა - ჩვენს მტერთან შეკვრა, საქართველოს იზოლაცია, უფსკრულში გადაჩეხა და თაობების გაწირვა, როგორც უკვე აქამდე რამდენიმეჯერ მოგვივიდა. 90-იანებში არ ჰყავდა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც უნდოდა ან შეეძლო ჩვენი ეროვნული ინტერესების შესრულება, რის გამოც ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთისგან განსხვავებით, ჩვენ უკრაინასთან ერთად ეს შანსი ხელიდან გავუშვით. სწორედ ამ გაშვებული შანსის ფასს ვიხდით და გადავიხადეთ ჩვენ და უკრაინამ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების გარეშე საქართველო ამ შანსს კვლავ ხელიდან გაუშვებს.

„მთელი ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს, როდესაც ეს გზა ხსნილი გვაქვს, სრული კონცენტრაცია ამ ეროვნულ ამოცანაზე მოხდეს. კონგრესმენების განცხადებებში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ კურსს თუ შეიცვლის, მოცემული შესაძლებლობები იარსებებს, ხოლო სხვა შემთხვევაში, ისინი თავისუფალი სამყაროსა და საქართველოს მტრებად აღიქმებიან და რეაგირებაც შესაბამისი იქნება. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ რეჟიმს თავისი ბუნებით ამ კურსის შეცვლა არ შეუძლია. რომც არ მოგვესმინა დღეს მათი პასუხები და ისევ რაიმე ბუნდოვანების შემოტანა ეცადათ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც აქამდეც უქნიათ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათ ამ ამოცანების შესრულება არ შეუძლიათ. ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით ესმით - ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, რუსეთის მხარდაჭერა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნების საკითხში საკვანძო მნიშვნელობისაა.

„ამ მოცემულობაში, საქართველოს საზოგადოებას ერთადერთი არჩევანი აქვს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების სრული მობილიზება და კონსენსუსი პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. აქ არ იგულისხმება, მხოლოდ „რუსული კანონი“, არამედ იგულისხმება რუსული რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებაც. ამ ყველაფერს კი სჭირდება მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკური პროტესტის გაგრძელება, სწორედ მათი, განსაკუთრებით, ახალგაზრდების დამსახურებაა დასავლეთიდან წამოსული გზავნილებიც. შესაბამისად, ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ, პოლიტიკური ცვლილების მხარდაჭერაში უნდა გადაითარგმნოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის