„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს

ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი გლობალური კომპანია „ოკიტელი“ (OUKITEL) უკვე მე-4 წელია, საქართველოში ოფიციალურად არის წარმოდგენილი და მაღალი ხარისხის, გამძლე და სანდო ბრენდის რეპუტაციით სარგებლობს. კომპანიას ექსკლუზიურად წარმოადგენს „ოკიტელ საქართველო“, რომელიც წლებია ჩინურ მხარესთან ერთად, ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაზე მუშაობს.

მხარეები თანამშრომლობის 4-წლიან პერიოდს ნაყოფიერად აფასებენ და კავკასიის რეგიონში მათ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, განვითარების ახალ ხედვებზე საუბრობენ.

„ოკიტელის“ ქართული წარმომადგენლობის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსვლიდან დღემდე ბრენდს უკვე ათასობით ლოიალური მომხმარებელი ჰყავს და მათი რაოდენობა ზრდადია.

როგორც „ოკიტელის“ სათავო ოფისის წარმომადგენელი სკოტ ში აღნიშნავს, საქართველოში ახალი ტექნოლოგიების მიმართ მომხმარებლის მზაობა მაღალია, რასაც ბრენდის წარმატებაც ადასტურებს:

„საქართველო და განსაკუთრებით მისი დიდი ქალაქები სწრაფად ვითარდება, სავსეა პოტენციალით და ვიმედოვნებთ, რომ „ოკიტელის“ პოპულარობა ქვეყნის განვითარების პარალელურად გაიზრდება.

საქართველოსა და ჩინეთს ბევრი საერთო აქვთ, როგორც კულტურული, ისე საზოგადოებრივი კუთხით. ჩვენი ხალხი შრომისმოყვარეობით, სიკეთითა და პრაგმატულობით გამოირჩევა. ელექტრონული ჯავშან მოწყობილობების შემოტანა ბიზნესის კეთებასთან ერთად არის შესაძლებლობაც, ორივე მხარემ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. საქართველო კავკასიის რეგიონის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს“, - განმარტა „ოკიტელის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სკოტ შიმ.

„ოკიტელის“ ჯავშან სმარტფონები, საათები და ტაბლეტები მთელი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ტექნიკისა და ინტერნეტ მაღაზიაშია წარმოდგენილი. ასევე, ფუნქციონირებს ოფიციალური სერვისცენტრები, რაც სრულყოფილი მომსახურების მიღებას უზრუნველყოფს.

„ოკიტელი“ ელექტრონული ჯავშან ტექნიკის მწარმოებელი გლობალური ბრენდია, რომელიც ამ დროისთვის თავის სექტორში წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. მისი მისიაა, რთული სინოპტიკური თუ სხვა სახის ექსტრემალური საველე პირობებისთვის განავითაროს გამძლე, ხარისხიანი და სანდო ტექნოლოგიები, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის გახადოს ის ხელმისაწვდომი. აღნიშნულ მისიას ბრენდი 2013 წლიდან წარმატებით ასრულებს, რასაც მის პროდუქციაზე არსებული მოთხოვნაც ადასტურებს: „ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობის მონაცემებით, 2023 წელს გაყიდვების სრულმა მოცულობამ 3.4 მილიონ ერთეულს გადააჭარბა და ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით გარე ელექტრონული მოწყობილობების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გახდა. ამ დროისთვის „ოკიტელი“ 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 10 მილიონზე მეტი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ბრენდის უახლესი მოდელები, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პარალელურად ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომი ხდება, რასაც „ოკიტელ საქართველო“ უზრუნველყოფს. ადგილობრივი წარმომადგენლობა მომხმარებელს სამომავლოდაც ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ჰპირდება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა