კახა კალაძე - თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 100%-ით, 120 ათასი ლარით აფინანსებს

თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით დაფინანსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის დაფინანსება 70 000 ლარის ნაცვლად 120 000 ლარი გახდება.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ფინანსდება. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური) და გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესს. თბილისის მერიას ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხა აქვს გათვალისწინებული. პროგრამის დაწყებიდან (2015 წელი) დღემდე, 1 074 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში 60 მილიონ ლარამდე თანხა გადაირიცხა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია და მოქალაქეებს ყოველთვის გვერდში დაუდგება, პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

„რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიზარდა და სრულად, 100%-ით ფინანსდება. ადრე ფინანსდებოდა 70 000 ლარით, დანარჩენს პაციენტი აფინანსებდა, რაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყო ოჯახებისთვის - არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუნდაც ის ნაწილი გადაეხადათ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მიმართულება 100%-ით დავაფინანსოთ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 45 შემთხვევა დაფინანსდა და ამისთვის, მერიამ 3 155 000 ლარი დახარჯა. მზად ვართ, ყველას თანადგომა გამოვუცხადოთ, საჭიროების შემთხვევაში. გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომლითაც ვეხმარებით მოქალაქეებს და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია